ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ შულერს დავუჯექით სათამაშოდ და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა"...

“ჩვენ შულერს დავუჯექით სათამაშოდ და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის გაყალბებაზე ახდენს მინიშნებას და საზოგადოებას საპროტესტო აქტივობებისკენ მოუწოდებს:

,,ჩვენ შულერს დავუჯექით სათამაშოდ და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.
ახლა დროა მაგიდა ავუყირავოთ მას.

ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე, საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება.

ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, მთელი მსოფლიოს გასაგონად – არ დაგნებდებით!

არ წაგართმევინებთ სამშობლოს!
არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქის და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად!
არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში!

საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო პირველ რიგში არის გმირების ქვეყანა, რომლთაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე!

ჩვენს ქვეყანას ისევ ჭირდება გმირობა და თავდადება, ძალა ერთობაშია!

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად.

ჩვენ ხალხს უნდა გავაცნოთ გეგმა, რომ არათუ არ შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხავთ მოძალადე რეჟიმს!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“ამ პარანოიკებს ჰგონიათ, როგორც კი ენჯეოს დავარეგისტრირებ, დიფ სთეითის ფულები ჩამერიცხება ჩხრიალით თუ რა...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...