ორშაბათი, აპრილი 21, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, სიცოცხლის ფასად, ბრძოლა რუსეთისგან...

“მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, სიცოცხლის ფასად, ბრძოლა რუსეთისგან თავისუფალი საქართველოსთვის” – იგორ ნარმანია

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ნარმანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს, მის ოჯახთან დაკავშირებით და საზოგადოებას საპროტესტო აქტივობებისკენ მოუწოდებს:

,,დილიდან ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაში არაფერი ღირს, სადაც არჩევნებს აზრი არ აქვს, სადაც ტოტალური გაყალბების გარდა, სამწუხაროდ უამრავი ადამიანი გაიყიდა და გაყიდა სამშობლოს, შვილის, მეგობრის, ნათესავის მომავალი.

ყელში ბურთი მახრჩობს ბრაზისგან.

ათასი ფიქრი ირევა დილიდან, რომ უნდა წავიდეთ, აზრი არ აქვს, მორჩა..

მაგრამ, არსებობს ერთი დიდი მაგრამ…

ბაბუაჩემს იარაღით და ტანკით დასდევდნენ ამ ქვეყანაში მისივე თანამოქალაქეები და ვინ იცის რას ფიქრობდა და როგორ წყდებოდა გული, სიმართლის გამო რომ მოსდევდნენ, მაგრამ არც ერთი წუთით არ დანებებულა ამ ქვეყნისთვის ბრძოლას.

მამაჩემი ხან მძევლად დაიტოვეს, მასაც მოსდევდნენ იარაღით – არ დანებებულა.

ჩემს სახლს 48 ნატყვიარები აქვს რუსის მართული ჩემივე თანამოქალაქეების მხრიდან, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩაეცხრილა მხედრიონს. გააქციეს ქვეყნიდან, მაგრამ არ დანებებულან, დაბრუნდნენ და ისევ ვიბრძვით.

მესმის გულგატეხა , მესმის გულისწყრომა, ბრაზი, იმედგაცრუება, აბსოლუტურად ყველაფერი მესმის.

მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენია და არავისთვის არ გვაქვს დასათმობი.

მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, სიცოცხლის ფასად, ბრძოლა რუსეთისგან თავისუფალი საქართველოსთვის.

ეს ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა.

თავები მაღლა, ბრძოლა გრძელდება !

მჯერა, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო დღეები არის წინ! 🇬🇪🇪🇺”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...