ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"მათ ამ არჩევნებზე სრული კატასტროფა ელოდათ და ამიტომ...

“მათ ამ არჩევნებზე სრული კატასტროფა ელოდათ და ამიტომ მიმართეს ამგვარ ტაქტიკას” – დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია კონკრეტული მათემატიკური გამოთვლების მოშველიებით ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა:

ეს პოსტი გრძელი იქნება, მაგრამ ყველას ვთხოვ წაიკითხოს თავიდან ბოლომდე.

გუშინ დამკვირვებლად ვიყავი ერთერთ საარჩევნო პუნქტზე, კერძოდ ვაჟა ფშაველას დასაწყისში მდებარე სახელმწიფო არქივის შენობაში. ადგილზე ვიყავი 9:30 წუთზე. დამაგვიანდა საათნახევრით, ვინაიდან ჯერ მე თვითონ უნდა მიმეცა ხმა სრულიად სხვა ლოკაციაზე.

სიტუაცია იყო ასეთი. ოთახის ერთ მხარეს იდგა სამი მაგიდა, რომლებსაც უსხდა სამი ხანდაზმული ქალბატონი. ისინი ახდენდნენ ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ამომრჩევლებს კი მიჰქონდათ თავიანთი ბიულეტენები არჩევანის გასაკეთებლათ. ამისთვის დადგმული იყო ორი კათედრა, რომელთა უკან კეთდებოდა ეს არჩევანი. ამის შემდეგ ამომრჩეველი ბიულეტენს აგდებდა ელექტრონული აღმრიცხველით აღჭურვილ ყუთებში. ეს პროცედურა საქართველოში ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ამგვარი მოწყობილობით მომსახურება შეუძლებელი იყო.
რომ ვთქვა, ქალბატონები ნელა მუშაობდნენ-მეთქი, ნიშნავს დაახლოებითაც კი არ ავწერო მათი გულისგამაწვრილებლად ნელი ტემპი, თუმცა კეთილსინდისიერი შრომა. თითოეულ ამომრჩეველზე იხარჯებოდა ხუთი თუ არა, სამი-ოთხი წუთი მაინც.

ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ ამომრჩეველი შეცდომით იყო მოსული და სინამდვილეში სხვა პუნქტზე იყო გაფორმებული. ამის ახსნა-განმარტებაც აფერხებდა მუშაობას თუნდაც სულ სამიოდე წუთითაც კი. ამასთანავე, ხშირად ზოგიერთ ამომრჩეველს პირადობის ბარათის მაგიერ პასპორტი მოჰქონდა და ამიტომ რეგისტრატორებს უხდებოდა პასპორტის ნომრის ხელით აკრეფა და მერე დაკვირვებით შემოწმება, რაც, რასაკვირველია, კიდევ უფრო ანელებდა მთელ პროცესს. ერთი-ორჯერ რაღაც გაუგებრობის გამო საკმაოდ კურიოზულმა შელაპარაკებამ მიიქცია საერთო ყურადღება და პროცესი შეჩერდა.
ამას დაუმატოთ ის, რომ ამომრჩევლის სარეგისტრაციო სამივე ელექტრონული ყუთი რამდენჯერმე გაჩერდა რაღაც პრობლემის გამო და კარგა ხანი მხოლოდ ორი, ან მხოლოდ ერთი მიმღები მუშაობდა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა რიცხვს, დილით, როცა ადგილზე გამოვცხადდი, თითო-ოროლა ადამიანი შემოდიოდა ხოლმე. მხოლოდ სამჯერ იდგა ასე თუ ისე დიდი რიგი – დაახლოებით დღის 2 საათზე, შემდეგ საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი გამოჩნდა 4-დან 5 საათამდე და ბოლოს 7 საათზე, მაგრამ უკვე საგრძნობლად ნაკლები.

მე და კიდევ ხუთი დამკვირვებელი განუწყვეტლივ თვალს ვადევნებდით ამ პროცედურას. პირადად მე შემიძლია დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე დავიფიცო, რომ დილის 9:30 წუთიდან ღამის 9:30 წუთამდე ფეხზე ვიდექი რეგისტრატორების მაგიდის უკან და ყველაფერს გაფაციცებით ვადევნებდი თვალს. მხოლოდ ერთხელ 15 წუთით დავჯექი, რომ პატარა ნაჭერი ხაჭაპური შემეჭამა და მერეჯერ კიდევ ამდენივე ხანი, რომ ჩაი დამელია. ერთმა ქალბატონმა მითხრა კიდეც, ქალბატონო დოდონა, ყველა იღლება და ჯდება, თქვენ კი არ იღლებითო. ამ ხნის განმავლობაში სრული თავდაჯერებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი გაყალბების მცდელობა არ შემიმჩნევია.

ეხლა გავაკეთოთ რამდენიმე მათემატიკური გათვლა. დღის ბოლოს, როდესაც საბოლოო ანგარიშს აჯამებდნენ, კომისიის თავმჯდომარე ქალბატონმა გამოგვიცხადა, რომ 1429 აღრიცხული ამომრჩევლიდან ხმა მისცა 994 ადამიანმაო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან ათასამდე ამომრჩეველი, ჩემი დაკვირვებით, იმ ოთახში ნამდვილად არ შემოსულა. იმისათვის, რომ დარწმუნებულვიყავ ჩემს ეჭვში, გავაკეთე შემდეგი გამოთვლა. დავივიწყოთ გაჩერებული პირადობის აღმრიცხველი მოწყობილობების გაჩერება, დავივიწყოთ ორიოდე პატარა სკანდალი და სხვა შემაფერხებელი ინციდენტები და ვთქვათ, რომ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშობა ერთი წამითაც არ შეფერხებულა. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უწყვეტი ნაკადის შემთხვევაში დილიდან საღამომდეს ეს საარჩევნო პუნქტი და, ესე იგი, ყოველი რეგისტრატორი შეუფერხებლად მუშაობდა 720 წუთი (12 საათი გამრავლებული 60 წუთზე). დავუშვათ, თითოეული ამომრჩევლის რეგისტრაციას სჭირდებოდა საშუალოდ არაუმეტეს 3 წუთისა. ეს ნიშნავს, რომ ყოველმა რეგისტრატორმა დღის განმავლობაში გაატარა 240 ამომრჩეველი. ესე იგი, საერთო ჯამში სამი რეგისტრატორის მიერ გატარებული იყო მხოლოდ 740 ადამიანი (240 გამრავლებული სამზე).

მაშ საიდან მოვიდა 994 ამომრჩეველი? ლოგიკური დასკვნა იქნება ის, რომ 274 ბიულეტენი (994 – 740) წინასწარ,- წინა დღით, ან დილის 8 საათამდე, იყო ჩაყრილი ყურთებში. არ იქნება დიდი გაზვიადება, თუ დავუშვებთ, რომ ამგვარი რამ მოხდა უამრავ სხვა საარჩევნო პუნქტზე. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მასიურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი იქ, სადაც ელექტრონული მოწყობილობის დამონტაჟება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელი იყო. ამას დავუმატოთ ცესკოს უეჭველი გაყალბება და არ უნდა გაგვკვირებოდა, თუ ოცნება ხმების 70%-ს მიიღებდა.

აი, ეს არის ოცნების „გამარჯვების“ ტექნოლოგია. მათ ამ არჩევნებზე სრული კატასტროფა ელოდათ და ამიტომ მიმართეს ამგვარ ტაქტიკას. ეს ქურდების ბანდა თბილ ადგილებს ნამდვილად არაფრით არ დათმობდა. განსაკუთრებით კი ბორია ივანაშვილი, რომელიც არჩევნებიდან ორი დღით ადრე საკუთარი სიმდიდრის გადარჩენის მნიშვნელობაზე უფრო მეტხანს ლაპარაკობდა, ვიდრე არჩევნებზე და მისი პარტიის მომავალ გეგმებზე.

Dixi et animam levavi! ვთქვი და სული შევიმსუბუქე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დოდონა კიზირია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“რაში გვჭირდება რეჟიმი რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობას და...

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...