ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგრიგოლ ვაშაძე: "პირველი შემთხვევაა, როდესაც საოკუპაციო ჯარების მხრიდან...

გრიგოლ ვაშაძე: “პირველი შემთხვევაა, როდესაც საოკუპაციო ჯარების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესი გააჩერა სამოქალაქო მოძრაობამ”

დღეს 11 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანების წევრებთან ერთად, იმყოფებოდა ატოცში, სადაც გაეცნო სიტუაციას და მხარდაჭერა გამოუცხადა “ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” აქტივისტებს, რომელთა სერიოზული ძალისხმევით, ამ ეტაპისთვის, შეჩერებულია ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმა.

გრიგოლ ვაშაძის შესაბამისი შეფასება მისცა შექმნილ მდგომარეობას და დააფიქსირა თავისი პოზიცია ატოცში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

მივესალმები ყველა ჩვენ თანამემამულეს. ბატონ დავით ქაცარავასთან ერთად ვდგევართ ოკუპაციის ხაზთან და პირველი შემთხვევაა, როდესაც საოკუპაციო ჯარების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესი გააჩერა სამოქალაქო მოძრაობამ. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ყველასთან – თვეში ერთი დღე მაინც გამოყავით, რომ აქ ამოხვიდეთ და დავით ქაცარავასა და მისი მეგობრების მოძრაობას “ძალა ერთობაშია”-ს შევუერთდეთ“.

პრეზიდენტობის კანდიდატი მადლობას უხდის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ასეთი შეუპოვრობისთვის და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს თითოეული ჩვენთაგანის გასაკეთებელია და არა მხოლოდ ამ მებრძოლი სულის მქონე ადამიანების.

ბრძოლას ყოვეთვის აქვს აზრი, ამის დასტური ატოცია და შეჩერებული ბორდერიზაცია” – აღნიშნა დავით ქაცარავამ

ალექსანდრა გარსევანიშვილი
ატოციდან, სპეციალურად სააგენტო “პარალელისთვის

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...