სამშაბათი, მაისი 13, 2025
16.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა „ტელეიმედი“ და „რუსთავი 2“ „ლელოს“ და „გახარია...

ComCom-მა „ტელეიმედი“ და „რუსთავი 2“ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე, „ტელეიმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

საჩივრების თანახმად, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა, ასევე, იმავე საკითხზე ComCom-ის და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად უკვე სცნეს, მაუწყებლები არ ათავსებენ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...