სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ქუთაისში ნიდერლანდელი ტურისტი გაუჩინარდა

მდინარე რიონში ნიდერლანდის გაუჩინარებულ მოქალაქეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. 23 წლის სიიმ ვიგერი ბოლოს მეგობართან ერთად ქუთაისის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში იყო. ტურისტის კვალი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ იკარგება. ვიდეოკადრებიდან ამოღებული მასალის მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი მდინარე რიონის ნაპირთანაც იმყოფებოდა, რის გამოც დღეს სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო. პროცესში ჩართული არიან დაკარგული მამაკაცის მშობლებიც. სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, სადაც ახალაგაზრდა კაცი მის მეგობართან ერთად გაჩერდა, სამძებრო სამუშაოებში ქართულ მხარესთან ერთად, ნიდერნალდების წარმომადგენლობაც ჩართულია. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში ნიდერლანდების პოლიციის წარმომადგენლობაც ჩამოდის.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი 7 მარტს გაუჩინარდა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული