spot_img
მთავარიარჩევნებიგიორგი ვაშაძე: "დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ"

გიორგი ვაშაძე: “დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ”

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე გადამწყვეტია, ვინაიდან იგი საქართველოს მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს:

მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ევროპისკენ სვლას ვუჭერთ მხარს. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა.

მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს და თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი არის გადამწყვეტი დღე, რომელიც შემდგომ ათწლეულებს გადაწყვეტს. ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალურად გვჭირდება აქტიურობა იმისათვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ.

საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი და ყველა ერთად საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ.“- განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...