spot_img
მთავარიარჩევნებიგია ჯაფარიძე: "ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას...

გია ჯაფარიძე: “ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას – ეს არჩევნები შეიძლება 31 მარტის რეფერენდუმს შევადაროთ”

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, იგი ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი იყო და მან ხმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მისცა:

ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ეს არჩევნები შეიძლება შევადაროთ 31 მარტის რეფერენდუმს. დღეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბედი წყდება. დღეს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, დღეს არის ისე დღე, როცა პოლიტიკური პარტიები დუმან და ქართველი ხალხი ლაპარაკობს.

მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი და ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხმა მივეცი საქართველოსა და ქართული ოჯახების გამთლიანებას.

ხმა მივეცი ჩემი შვილის დაბრუნებას საქართველოში და მჯერა, რომ
ეს დღე იქნება ქართველი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვების.“- განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...