საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, მიმართავს ამომრჩეველს:
,,ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია ბოლო 12 წელში და მანამდეც რუსულმა და ქოცურმა პროპაგანდამ ვარდების რევოლუციის შემდგომი პოლიტიკის დისკრედიტირებისთვის, მაგრამ ფაქტები ჯიუტია – 2003 წლამდე საქართველო იყო შეუმდგარი სახელმწიფო, კორუფციის და სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, კრიმინალი, ასლანის პრო-რუსული რეჟიმი აჭარაში, პირდაპირი მნიშვნელობით გავანათეთ ქვეყანა და გავხადეთ ის რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი. ავაშენეთ 150 ახალი კლინიკა, განათლების ახალი სისტემა, ახალი ქალაქები, ტურიზმი გავზარდეთ 100-ჯერ.
მსოფლიოს რუკაზე ავაკიაფეთ საქართველოს ვარსკვლავი და საქართველო ვაქციეთ მსოფლიოს N.1 რეფორმატორად და კორუფციასთან მთავარ მებრძოლად, ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა – 5 ნომერი გავხდით ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ძალა, ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ კავკასიის მასშტაბით.
ასეთია მთავარი ფაქტები, რომელთაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის. ახლა ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და როგორც წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, ჩვენს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ!
ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი არჩევნები, ამიტომ არ დაკარგოთ თქვენი ხმა! “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად ყველაზე მყარი და საიმედო არჩევანია!
გააფერადეთ ნომერი 5!
გთხოვთ ჩემი ეს პოსტი მაქსიმალურად ფართოდ გავაზიაროთ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


