ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტებიზურაბ ბატიაშვილი: "უნიკალური შანსი გვაქვს, რევანში ავიღოთ რუსეთის...

ზურაბ ბატიაშვილი: “უნიკალური შანსი გვაქვს, რევანში ავიღოთ რუსეთის იმპერიაზე!”

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი ისტორიულ ფაქტებს იხსენებს და მონობის დასასრულის აუცილებლობაზე საუბრობს:

ისტორიულად სულ ასე იყო – ქართველების ნაწილს მიაჩნდა, რომ დამოუკიდებლად უნდა გვეარსება, მეორე ნაწილი კი სხვა ერთა მორჩილებაში (მონობაში) ყოფნის მომხრე იყო. ამ მეორე ნაწილს თავისუფლად არსებობა ვერ წარმოედგინა.

აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში სწორედ მონობის მომხრე ნაწილისთვის ჩახერგა უკან დასახევი გზა, თორემ პირველ ნაწილს შეგნებული ჰქონდა რისთვისაც იბრძოდა და მას გზის ჩახერგვა არ სჭირდებოდა.

საუკუნეების განმავლობაში პირველი ნაწილი ყოველთვის მიათრევდა მეორე ნაწილს და გაყავდა ქვეყანა სწორ გზაზე.

თუმცა იყო ფრაგმენტები, როდესაც სხვადასხვა ხერხებით (ძალადობა, მოტყუება, ოკუპაცია და ა.შ.) ეს მეორე ნაწილიც იმარჯვებდა (მაგალითად 1921 წელს), მაგრამ ამას უფრო დროებითი ხასიათი (ისტორიისთვის 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციაც დროებითი მოვლენაა) ჰქონდა ხოლმე.

ამ გრძელი ისტორიის მანძილზე მონობის მომხრეებს გრძელვადიანად რომ გაემარჯვათ, დღეს საქართველო არ იარსებებდა.

საგულისხმო იყო ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები, როდესაც კომუნისტებმა ხმების თითქმის 30% მიიღეს. მაგრამ მალევე იმდენად სამარცხვინო გახდა კომუნისტობა და საბჭოეთის მონობის ქვეშ ცხოვრება, რომ 5 თვეში (1991 წლის 31 მარტს) გამართულ რეფერენდუმზე იგივე ადამიანებმა ერთხმად ხმამისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას (რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების 99%-მა).

ასე მოხდება ახლაც. ამ ქვეყანაში მონობის მომხრეები არ არიან უმრავლესობაში და მათი გათავისუფლებაც ჩვენ მოგვიწევს ამ არჩევნებზე.

ხო, ამ არჩევნებში ეს პარადიგმაც (თავისუფლება vs მონობა) საბოლოოდ უნდა დავამსხვრიოთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ მონობის ფენომენი (რუსეთისადმი გაწოლის სურვილი) დავამარცხოთ საქართველოში და ესეც ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს!

სიმბოლურია, რომ ახლა 1924 წლის საქართველოს თავისუფლებისთვის აჯანყების 100 წლისთავიცაა და უნიკალური შანსი გვაქვს, რევანში ავიღოთ რუსეთის იმპერიაზე!
ყველაფერი კარგად იქნება!

ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...