spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ივანიშვილს ვადა გაუვიდა - თქვენი...

“ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ივანიშვილს ვადა გაუვიდა – თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას” – გიორგი ვაშაძე

საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი, ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს,” – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ჩამოშორდება, რასაც სწრაფი რეფორმები, ევროინტეგრაცია და აღმშენებლობა მოჰყვება:

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა – ესე შეიძლება შევაფასოთ გუშინდელი მისი ინტერვიუ. თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინ მთელი თქვენი საუბარი ამის მტკიცებულებაა, თქვენ მარცხდებით ამ არჩევნებში და რაც უფრო მალე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება.

კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვეუბნები, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და კიდევ ერთი, ნერვიულობს, რომ დიდძალ ქონებას კარგავს და ამ ქონებით უნდა ივაჭროს და მიიღოს მარცხის შემდეგ, სხვა არაფერი.

რაც შეეხება, 14 მლრდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ 14 მილიარდი, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ ამის მიღებას, ამიტომ არის, რომ ასე განიცდის თქვენი გუნდი ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვაშორებთ თქვენს ხელისუფლებას, წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წავა წინ.

ვადა გაგივიდათ, შეეშვით ამ ქვეყანას, აბსურდების საუბარს, დეტალებში ხომ ვერ შევალთ, ათასი სისულელე მოვისმინეთ გუშინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოკლე შეჯამება გუშინდელი თქვენი ინტერვიუსი არის, რომ თქვენ იცით, რომ მარცხდებით, თქვენი დრო დამთავრდა, ვადა გაგივიდათ, შეეშვით საქართველოს, წინ ევროკავშირისკენ. საზოგადოებას ვეუბნები, 26 ში რაც შეიძლება მეტი უნდა მივიდეთ არჩევნებზე იმისთვის, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ და სწრაფად წავიდეთ ევროკავშირისკენ.

14 მილიარდიც გველოდება, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, დიდი განვითარება, აღმშენებლობა, რეფორმები, მაგრამ ახლა მთავარია 26 ოქტომბერს რეფერენდუმში მოვიშოროთ ივანიშვილი და “ოცნება” და წავიდეთ ევროპისკენ, წინ დიდი გამარჯვებისკენ,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...