spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს მიერ მოწოდებული...

“პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური… მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან” – საპატრულო პოლიცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს პარტია  “ქართული ოცნების” მიერ თბილისში დაგეგმილი ღონისძიების გამო სატრანსპორტო გადაადგილების დროს მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...