spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ქართული ოცნების" ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ...

პაატა მანჯგალაძე: “ქართული ოცნების” ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ დუშკაბინაში გამოკეტილ კაცს, უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა”

ოცნების ლიდერების განცხადება გუშინდელი „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აქციის შესახებ მიუთითებს ორ რამეზე: პირველი, ისინი არიან ძალიან შეშინებულები და მეორე – მათ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა,” – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ახლოსაა და თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია, რაც მოლდოვის არჩევნებმაც დაადასტურა:

ოცნების ლიდერების განცხადება გუშინდელი „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აქციის შესახებ მიუთითებს ორ რამეზე: პირველი, ისინი არიან ძალიან შეშინებულები და მეორე – მათ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა.

ის, რომ დედაქალაქში მინიმუმ 100 000 ადამიანი, ანუ ოჯახიდან მინიმუმ 1 ადამიანი გამოდის თავისით, ყოველგვარი მობილიზების გარეშე საქართველოსა და მისი ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულებულია.

ამის გააზრების ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ დუშკაბინაში გამოკეტილ კაცს. უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა.

მეგობრებო, გამარჯვება ახლოსაა. ამ არჩევნებში თითოეული ადამიანის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს დაადასტურა მოლდოვის არჩევნებმაც, სადაც სულ რამდენიმე ათასი ხმით უპირატესობამ გადაწყვიტა ქვეყნის ევროპული კურსი და განვითარება.

რაც მთავარია, მხარი დავუჭიროთ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საქმეში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...