spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და...

“ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა” – კახა კალაძე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმაგრონ.

ეს ადამიანები არიან გაკოტრებული პოლიტიკურად, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის, თავისი წრე ჰყავთ – ბევრი კომპრომატებით ჰყავთ დაშინებული, ბევრი ბულინგით, შეურაცხოფით. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან და ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.

რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ. მათი რესურსი ნულია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ესენი ერთად იმ ადამიანის თანაგუნდელები არიან, ვინც მაგალითად, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, რადგან უთხრეს, რომ ერთად უნდა იყვნენ. ამ მოცემულობასა და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ, ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ ისაა, რომ აქვთ მცდელობა, გარედან, იმ განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, პოზიციები გაიმყარონ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს ქვეყნის ბედი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა. გარედან ვერავინ უბრძანებს ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათი ეს განცხადებაც მიუთითებდა, რომ ცრუობენ, არაფერი დარჩენიათ, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა ნულია.

როდესაც ხელისუფლებაში იყავი, გერქვა პოლიტიკოსი, გქონდა პოლიტიკური პარტია და აკადრე ხალხს ის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინ უნდა ენდოს ასეთ ადამიანს?! ციხეებიდან გამოჰყავდათ, აუბედურებდნენ, კლავდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ტელევიზიები „ჯიბეში ედოთ“ და ვინ უნდა მისცეს მაგათ ხმა?! თუ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ხალხს მახსოვრობა არ აქვს და დაავიწყდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა?! დღეს რომ გამოდიან და პოლიტიკურ პარტიებზე რაღაც სახელებს ირქმევენ – გვარამიამ რაც არ უნდა „ახალი“ დაირქვას, ხომ ვიცით ვინ არის და რისი მკადრებელია?! იგივე ხაზარაძე, ყველა, ავიღოთ სათითაოდ და ჩამოვთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები.

ხალხს, რა თქმა უნდა, აღიზიანებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, პოლიტიკაში დარჩნენ. ერთადერთი, რასაც „ეპოტინებიან“, გარე ძალებია, რომ როგორმე გავლენა მოახდინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს“, – განმარტა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...