spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტისოდენა შანსიც აღარ...

“გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტისოდენა შანსიც აღარ აქვს დარჩენილი “ქართულ ოცნებას” – 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ” – გიორგი ვაშაძე

გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს, საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ”, – ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის:

გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა. მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც აქციაზე მოვიდა. გუშინდრლმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ კარგად დაანახა მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის. საქართველოში ღირსება და დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა შემხვდა და იყო გუშინდელ აქციაზე. მადლობა მინდა ვუთხრა უფროსი თაობის ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ.

26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტის ოდენა შასნიც აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”.

ეს ხალხმრავლობა და ეს ზეიმი, რომელიც იყო ქართული ენერგიის, ქართული თვითშეგნების ზეიმი, აუცილებლად უნდა გადავთარგმნოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. ის ტალღა, რომელიც არის ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების ტალღა, წალეკავს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. ისინი ამ არჩევნებზე 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ, ამ ყველაფერში გუშინდელმა დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა.

ვიმარჯვებთ, ევროპისკენ სწრაფად მივდივართ, ივანიშვილს და მის რეჟიმს უარს ვეუბნებით. ბოლო დღეებია და კიდევ უფრო უნდა გავმხნევდეთ, კიდევ უფრო უნდა ჩავკიდოთ ხელი და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება მეტი მივიდეთ არჩევნებზე და ის დიდი გამარჯვება, რომელიც გუშინ იყო საბოლოოდ გავაფორმოთ 26 ოქტომბერს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...