spot_img
მთავარიარჩევნებიანა კობახიძე: "მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის...

ანა კობახიძე: “მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის წევრებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება – რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც მოხდება უბნისთვის საჭირო აპარატურის განთავსება”

მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის წევრებისთვის და ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ცესკოდან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების გამართვას,“ – ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა ოპოზიციიდან, ანა კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კითხვებზე პასუხი საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ბუნდოვანებებს მოხსნის:

მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის წევრებისთვის და ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ქვემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან საკითხებზე:

1. ცესკოდან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების: მთვლელი აპარატების, ვერიფიკაციის აპარატიების და პლანშეტების პროგრამულ გამართვას, სიების ჩატვირთვას, ასევე ოლქებზე და უბნებზე სხვა საჭირო ტექნიკურ მომსახურების გაწევას. სახელი, გვარი, ოლქებისა და უბნების მითითებით;

2. რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც მოხდება უბნისთვის საჭირო აპარატურის დასაწყობება (მისამართები ოლქების მიხედვით). გვაცნობოთ გრაფიკი – როდის იგეგმება აპარატურის ტრანსპორტირება. მოგვაწოდოთ აპარატურის მოძრაობისთვის დადგენილი ინსტრუქცია, ასვე ვინ არიან საწყობების მენეჯერები (სახელების, გვარების და ოლქების მითითებით). ვის ექნება კონკრეტულ საწყობებში შესვლის უფლება (სახელის და გვარის მითითებით). იქნება თუ არა ვიდეო კონტროლი საწყობებში დამონტაჟებული. ასეთის შემთხვევაში გადაიცემა თუ არა სტრიმი ონალინ ან მოხდება თუ არა ჩანაწერის გაკეთება;

3. არჩვებნების დღის წინასწარი შედეგების მიღების პოროცეში, საარჩევნო უბნებიდან ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით მიღებული ყველანაირი ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ცესკოში პასუხისმგებელი პირების თაობაზე (სახელების და გვარების მითითებით);

4. რომელ სერვერზე/სერვერებზე იქნება მიღებული ინფორმაცია შენახული და ვის ექნება ხელმისაწვდომობა აღნიშნულ ინფორმაციაზე (სახელის და გვარების მითითებით).
აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოხსნის კითხვებს საარჩვენო სუბიექტებისთვის და გამჭირველეს გახდის პროცესს.
ამ კითხვებით მივმართეთ ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს,“ – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...