spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამნაშავედ ჩვენ მივიჩნიეთ მხოლოდ რუსი ოკუპანტები და დაგვავიწყდა...

“დამნაშავედ ჩვენ მივიჩნიეთ მხოლოდ რუსი ოკუპანტები და დაგვავიწყდა “ჩვენი” ბოლშევიკები” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციის საწინააღმდეგო წინასაარჩევნო ბანერებს ეხმაურება, კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს და პარალელს ავლებს საბჭოთა ეპოქასთან:

,,ეს ბანერი არის გადაღებული ჩემი ოთახის ფანჯრიდან. არჩევნებამდე ერთი კვირაც არ დარჩა, მაგრამ არ შემიძლია არ დავწერო, სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.

რა არის ეს ვეკითხები მთელს საქართველოს, ყველას ვისაც ადამიანი ჰქვია? სადაა ის, რომ ადამიანად იწოდებოდე და კიდევ ამ საშინელებას იტანდე! იჯდე განსაკუთრებით ინტელიგენტის და ჰუმანისტის პრეტენზიით სამთავრობო ტელესტუდიებში და რაზედაც გნებავთ მეტყველებდე!

ასე ხდებოდა, თუნდაც ჩვენი ისტორიის ყველაზე სასტიკ პერიოდში, როდესაც ხალხის მტრების სახელებს გამოფენდნენ გაზეთებში, თუ ბოლშევიკურ კუთხეებში, რუბრიკით: ,,ვინ გვარცხვენს!” იქნებ ლოზუნგები უნდა შეგახსენოთ, ხალხის მტრების წინააღმდეგ!

დიახ, დამნაშავედ ჩვენ მივიჩნიეთ მხოლოდ რუსი ოკუპანტები და დაგვავიწყდა “ჩვენი” ბოლშევიკები.
არა, შეუძლებელია ამის ატანა. ჩვენი ყველას სირცხვილია ასეთი ბანერი, არ აქვს მნიშვნელობა ,,ნაცი” ხარ თუ ,,ქოცი”!

გაოცებას იწვევს ,,ქოცი” დედების, ან ,,ქოცების” შვილთა, თუ ახლობელთა პირმომთმენეობა! ეს ნამდვილი ფაშიზმია! ეს ბოლშევიზმია! ეს ინკვიზიციის ნაირსახეობაა!!! ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ ბანერის მხარესაა, რასაკვირველია, ფაშისტია, ასევე, ყველა ვინც არ აპროტესტებს, ისიც მონაწილეა ამ ფაშიზმის დადგომაში!

მინდა მესმოდეს საპროტესტო ხმები ყველასგან: როგორ დუმს საქართველოს საპატრიარქო, სადაა მთავარი ღირებულება ეკლესიის!!! რატომ დუმს მასწავლებელი, თუ მოსწავლე, პროფესორი, თუ სტუდენტი, მეცნიერი თუ ხელოვანი!!! ეს ერთერთი სამარცხვინო დაღია ჩვენი ისტორიის! ამიტომაც ვწერ ხშირად, რომ არ შეიძლება ასეთი ფაქტები დატოვოთ პროტესტის გარეშე!!!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...