ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე არის ჰაერმდღვები - გიორგი ვაშაძე

ირაკლი კობახიძე არის ჰაერმდღვები – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30–ზე განაწილებით, 1%–იანი ბარიერით, 40%-იანი ე.წ. ჩამკეტი პრინციპით.

როგორც „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც და ამაში პრეზიდენტის ინსტიტუტიც უნდა ჩაერთოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე არის მატყუარა და მან საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დოკუმენტები წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების მიხედვით საერთო განცხადება ეხება სწორედ პატიმრების საკითხს, სადაც ბოლო წინადადება ეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში.

ხელში მიჭირავს ორი დოკუმენტი, რომელსაც მოეწერა ხელი. ერთი ეს არის შეთანხმების დოკუმენტი, მეორე არის ერთობლივი განცხადება. ერთი ეხება საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას. საერთო განცხადება კი – სწორედ პატიმრების საკითხს, ამიტომ ამ დოკუმენტის ბოლო წინადადება ეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში.

ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება პატიმრობაში, უნდა იყოს თავისუფალი. როგორ იქნება, რა მექანიზმით, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ.

მინდა მივმართო ბატონ კობახიძეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, 110/40-ზეც ამბობდით, რომ თითქოს ვიღაც ტყუოდა, არადა აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. ასევე მოკლე ფეხები ექნება თქვენს ტყუილს, რომელსაც ახლა თქვენ კადრულობთ და ჩემზე ამბობთ, რომ როდესმე მოვიტყუე. ყოველთვის ვსაუბრობ სიმართლეს, დოკუმენტებით გამყარებულს. არასდროს არ გავბედავ, თქვენგან განსხვავებით, რომ ამომრჩეველი მოვატყუო.

თუ ამ ორი დოკუმენტის რომელიმე ნაწილი არ შესრულდება, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არაა მიღწეული. ამ შეთანხმებას ესწრებოდნენ ფასილიტატორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ძალიან კარგად იციან, რაზე შევთანხმდით.

იყო შეთანხმება, რომ სახელები და გვარები მოხსენიებული არ ყოფილიყო, შინაარსი ძალიან კარგად გვესმის, რა არის ამ კუთხით. კონკრეტულ გვარებზე საუბარი იყო 20 ივნისის შემდეგ. საუბარი ეხებოდა 4 კონკრეტულ გვარს და ამ ოთხ კონკრეტულ გვარზე მოხდა შეთანხმება და საუბარი. გავა დრო და ეს ადამიანები იქნებიან თავისუფლები და “ქართული ოცნება” თვითონვე ჩაიგდებს თავს უხერხულ მდგომარეობაში.

მითუმეტეს, არცერთ შემთხვევაში, არ ავიტან ამ მატყუარა კობახიძისგან ჩემ მიმართ რაიმე პრეტენზიას, რადგან 110/40-ზეც ასე საუბრობდა, ორ დღეში გამოვიდა და თვითონ თქვეს, რომ დიახ, 110/40-ზე თანაფარდობას ვთავაზობთო. ასე რომ, მარტივად ვიტყვი – ირაკლი კობახიძე არის ჰაერმდღვები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...