საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, მიმართავს რაიონებიდან თბილისში ჩამოსულ ამომრჩეველს:
,,მიმართვა თბილისში მყოფ რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს.
26-ში წყდება ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის ბედი. არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ თბილისში – წადით თქვენი რეგისტრაციის ადგილას და დააფიქსირეთ თქვენი საარჩევნო გადაწყვეტილება.
წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მათხოვრულ ხელფასსაც ვერ შეინარჩუნებთ რასაც ახლა გიხდიან. თქვენ ბევრად უკეთეს ცხოვრებას იმსახურებთ და მისი მოპოვება თქვენს ხელშია!”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


