spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ვიმარჯვებთ ჩვენ, მივდივართ ევროპისკენ და განვითარებისკენ...

გიორგი ვაშაძე: “ვიმარჯვებთ ჩვენ, მივდივართ ევროპისკენ და განვითარებისკენ – ეს იყო ევროკავშირის ელჩისა და მსოფლიო თანამეგობრობის ლიდერების გზავნილი”

ქართული ოცნების დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოა, რომ პირველი – შეწყვეტილია, შეჩერებულია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი, მეორე -ასობით მილიონი უკვე დაკარგა საქართველომ, რომელიც უნდა მიგვეღო ევროკავშირისგან. მესამე – საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხი“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპელი ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერები ელოდებიან:

ქართული ოცნების დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოა, რომ პირველი – შეწყვეტილია, შეჩერებულია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესი, მეორე -ასობით მილიონი უკვე დაკარგა საქართველომ, რომელიც უნდა მიგვეღო ევროკავშირისგან. მესამე – საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხი. ამ ყველაფერს ადასტურებს ევროკავშირის ელჩისა და ევროპელი ლიდერების განცხადება.

ამიტომ, 26 ოქტომბერი ნამდვილად არის დიდი რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმის შედეგს ელოდება ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის ლიდერი, პირველი პირი, ამ დღეს გადაწყდება ჩვენ მივდივრთ ევროკავშირისკენ და კეთილდღეობისკენ და ვხდებით უსწრაფესად ევროკავშირის წევრი თუ საქართველო საბოლოოდ მოწყდება განვითარების ვექტორს, მოექცევა იზოლაციაში და დაემორჩილება უმძიმეს რეჟიმს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. მინდა ვთხოვო მათ, ვინც დღემდე ფიქრობს მივიდეს თუ არა არჩევნებზე, ყველა არმისული ადამიანი არჩევნებზე, არის მხარდაჭერა იმ იზოლაციონისტური პოლიტიკის, რომელიც აქვს “ოცნებას” და უარი ევროკავშირისკენ სვლაზე. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც კიდევ ორჭოფობს, იმ დიდი მასობრივი დეზინფორმაციული კამპანიიდან გამომდინარე, ხომ არ შეძლებს ოცნება გამოასწოროს ევროპასთან ურთიერთობები.

დამთავრებულია ხალხო, “ოცნებას” გადაუსვა ხაზი აბსოლუტურად ცივილიზებულმა სამყარომ. არავინ არ აპირებს არც ივანიშვილთან, არც კობახიძესთან საუბარს, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, რომ სანქცირებულმა პირებმა ევროინტეგრაციაში რამე შედეგს მიაღწიონ, დამთავრებულია, ამიტომ დადგა დრო ჩვენ ყველამ დავამთავროთ ურთიერთობა ამ უმძიმეს ძალასთან. ასეთი ცხადი და ნათელი არასდროს არ ყოფილა არჩევანი – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში.

კიდევ ერთი, რაც მინდა ვთხოვო საქართველოს მოქალაქეებს, ნუ დაკარგავთ თქვენ ხმას, დაუჭირეთ მხარი მხოლოდ იმ სასურველ ძალებს, რომელთაც შანსი აქვთ, რომ გადალახონ ბარიერი, ბარიერს მიღმა დაკარგული ხმა მოეხმარება ოცნებას. და ბოლოს, ოცნება მარცხდება ეს განწყობაა სრულიად საქართველოში, ახლა მნიშვნელოვანია მივიდეთ არჩევნებზე, წარმოიდგინეთ, იმ დონეზე იციან, რომ დამარცხებულები არიან, პირადობებს ყიდულობენ და ხალხს აშინებენ, თქვენს ხმას ვერავინ ნახავს ხალხო, ეს ელექტრონული აპარატები ჩვენი ინიციატივით მოვიდა, რომ თქვენი ხმა იყოს დაცული, ვერავინ ვერასდროს ვერ გაარკვევს, ვის მიეცით ხმა. ამიტომ, ამ შიშის დეზინფორმაციას ერთობლივად დავუპირისპირდეთ.

ვიმარჯვებთ ჩვენ, მივდივართ ევროპისკენ და განვითარებისკენ, მოვიშოროთ ივანიშვილი. ასე მკაფიო არჩევანი ჯერ არ ყოფილა არასდროს, ეს იყო გზავნილი დღევანდელი ევროკავშირის ელჩის, ეს იყო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობის ლიდერების, რომლებიც ელოდებიან, თუ რეფერენდუმში რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...