spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ჯგუფი „მგზავრების“ შესახებ: "ეს იყო ძალიან...

კახა კალაძე ჯგუფი „მგზავრების“ შესახებ: “ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რადგან სადაც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო”

გულწრფელად შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ყველას გავათავისუფლებთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელზეც ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი და ეს პირველ რიგში, ჯგუფის წევრებს დააზიანებს.

საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“ არის ფარისევლური.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ, ვთქვათ ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ზღვისუბნის პარკის მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში ჯერ არ გაკეთებულა და ეს კონკრეტული ღონისძიება არ არის პოლიტიკური.

მე არ მახსოვს აქამდე „მგზავრებისთვის“ თბილისის მერიას კონცერტი გაეკეთებინოს. ახლა კი, კონცერტი იყო შეთანხმებული, მაგრამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ზეწოლის გამო, გააუქმეს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და ფაშისტური ქმედებები. ვნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ. გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს და ზოგადად ყველას გავათავისუფლებთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ყველა შეძლებს გააკეთოს, ის რაც უნდათ და არა ის, რაც გიგა მაქარაშვილებს, ნატა ფერაძეებს და მსგავსი ტიპის ელემენტებს უნდათ.

„მგზავრები“ იმღერებს თუ არა, ეს არის ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე არ გაკეთებულა. ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიება. 20-ში სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, 20 ოქტომბერს დაგეგმილი „ევროპული მარშის“ შესახებ, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ მარშზე იდგებიან რადიკალები.

რა მარში? რის მარში? რადიკალების ჭკუაზე ვიარო და იმით ვიხელმძღვანელო როდის შეიკრიბებიან და რას გააკეთებენ და ამის მიხედვით გავხსნა პროექტები?

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაგ მარშზე არ იდგებიან, რადგან მეორე მხარეს არის რადიკალიზმი, ბოროტება. იდგება ყველაზე ბინძური ძალა, რომელსაც ყველაფრის კადრება შეუძლია. როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის გვერდით იდგეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი? ეს წარმოუდგენელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...