საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ოპოზიციის კონკრეტულ ბრალდებაზე მმართველი პარტიის მიმართ:
,,გაფარჩაკებულმა ოპოზიციამ ახალი იდიოტობა გამოპარჭყა, ,,ოცნების” მთავარ ოფისში მოქალაქეების პერსონალური მონაცემები ინახებაო🤦🏻♂️😂
ჯერ ერთი, 3 თვეა, რაც პარტია ველის კარდაკარს ატარებს, სისტემატიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ამომრჩეველთან და პირისპირ შეხვედრის დროს, ამომრჩეველთან კონკრეტული კითხვარით შევდივართ, რაც სრულიად კანონიერია, ვახდენთ ჩვენი ამომრჩეველის და საარჩევნო ოლქის პასპორტიზაციას! რაც კარდაკარის მთავარი ფუნქციაა😂😂😂!
მეორე ის არის, რომ ფაქტები უნდა დადოთ❗️ ისე, როგორი დასადებია ფაქტები, დადებენ და გამოძიება დაიწყება, ვისი შედგენილია კონკრეტული სია, მით უმეტეს – უადვილესი გასაკეთებელია, ავდგები და ჩემი ოჯახის წევრების, ნათესავების მონაცემებს შევიტან და თაღლით ხაზარაძეს დავაბრალებ, რა არ ჰქონდა მას წდომა მოსახლეობის პირად მონაცემებზე, საკუთარი ბანკიდან?
ან გახარიას არ შეეძლო შსს მინისტრობის დროს მოეპოვებინა? მით უმეტეს, აგენტია და შემოგზავნილი იყო ,,ოცნებაში”, თუ გვარამია პროკურორს გაუჭირდებოდა?
ასე რომ წყნარად და მშვიდად დაელოდეთ თქვენს ისტორიულ მარცხს, განოლებულებო😂😂😂”, – წერს დიტო სამხარაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


