spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ძვირფასო ვეტერანებო, მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისთვის,...

გიორგი ვაშაძე: “ძვირფასო ვეტერანებო, მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისთვის, თავდადებისთვის – 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ პენსია 1000 ლარამდე გაგეზრდებათ, ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები და მედიკამენტები გექნებათ უფასო”

თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში, ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის”, – ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება:

ვეტერანებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იქნებით განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი ჩვენი მხრიდან. თქვენ გაგეზრდებათ პენსია 1000 ლარამდე, თქვენ ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები, თქვენ მედიკამენტები გექნებათ უფასო, ყველაფერი, რასაც ექიმი გამოგიწერთ, გექნებათ უფასო. თქვენთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი. პატრიოტიზმი და ის სულისკვეთება, რომელმაც საქართველო ევროკავშირში უნდა შეიყვანოს, თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით.

რაც მთავარია, თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში. ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის და ვიქნებით ღირსეული ერი, ღირსეულ ერთა შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი თავდადებისთვის, იმ დიდი გმირობისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის გააკეთეთ. იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც იჩენთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბოდიში თქვენ მინდა მოგიხადოთ, რომ ამდენ ხანს საქართველომ, სახელმწიფომ ვერ დააფასა თქვენი მოქმედება.

იცოდეთ, 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ თქვენთან ერთად და განსაკუთრებული პატივისცემა იქნება თქვენთან მიმართებაში. პენსია 1000 ლარი იქნება, ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები და გექნებათ მედიკამენტებზე წვდომა, ეს მხოლოდ მინიმუმია, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. თქვენთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავნერგავთ სწორედ იმ პროცესს, რომელმაც პატრიოტი ახალგაზრდა თაობა უნდა აღზარდოს ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დიდება გმირებს, დიდება და ნათელი მათ სახელს და თქვენთან ერთად ვისურვებ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ თქვენი დიდი საქმეები იყოს მუდმივად დაფასებული.” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...