კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს...

სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს დაურეგისტრირდება – კახა კალაძის განმარტებები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის:

2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაიწყო სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე, პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში ჩართულია. 15 000-მდე განაცხადი იყო შემოსული, რადგან ეს პრობლემა ბევრ ადამიანს წლებია აქვს და ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ მიწას.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 5 464 ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდება.

პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5 464 ოჯახს დაუკმაყოფილდება განაცხადი. მინდა, მივულოცო მათ. ეს არეალები მოქცეულია სოფელი დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის სისტემურ არეალში“, – აღნიშნა თბილისმა მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...