spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "კარგად ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის...

კახა კალაძე: “კარგად ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამაყია აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში მონაწილეობით.

ძალიან სასიამოვნო გარემოა. ამაყი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში. რასაც ფურცელზე ვხედავდით, ძალიან ლამაზი პროექტი იყო, მაგრამ ადგილზე ნახვის შემდეგ შენობამ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა, შიგთავსიც მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით, ტელევიზია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

ვუერთდები მილოცვებს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ყველაფერი მოხდება – ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება. მინდა გისურვოთ საუკეთესო სიახლეები, მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია, ის სიახლეები, რაც ქვეყანაში, დედაქალაქში ხდება. ამ ყველაფრისთვის ყველას გიხდით მადლობას და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს ჩაიდო, 4 წლის შემდეგ კი, ტელევიზია ახალ, ეკოლოგიურად მწვანე შენობაში გადადის.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...