spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და...

“მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის” პეტრე ცისკარიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, თბილისში, სასტუმრო კოპალაში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე მიშა ანთაძე, ქეთი ქურდოვანიძე, გია ბუღაძე და სხვადასხვა ცნობადი სახეები დაესწრნენ. პრეზენტაციის დროს მედიასთან კომენტარი და პოლიტიკური შეფასებები გააკეთა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა:

მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის, რომელთან დაკავშირებითაც მე დარწმუნებული ვარ თვითონაც დაწერს მოგონებებში, მაგრამ ასევე საქართველოს ისტორიაში დაიწერება და თაობები ისწავლიან იმ ცვლილებების, რეფორმების და იმ იდეების შესახებ, რომელიც მიშა სააკაშვილმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოუტანა საქართველოს და ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, რომელიც იყო კრიმინალით მოცული, კორუფციული და ჩაბნელებული 90-იანი წლების საქართველო აქცია ევროპულ სახელმწიფოდ. დარწმუნებული ვარ ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი დაიწერება, ბევრი ითქმება და ისტორიის სახელმძღვანელოშიც შევა.

ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საუბრობს და მართლაც ძალიან ისტორიული არჩევნებია საქართველოს სამომავლო გეზთან, ჩვენს საგარეო კურსთან მიმართებაში და თუ ვინმემ საქართველო ევროპისკენ შემოაბრუნა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი.

ის არც ხელისუფლებაში იყო, არც მთავრობაში, მაგრამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანებულიყო ეუთოში, შემდეგ ხალხს შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ 1995-1999 წლებში მიშა სააკაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო ასამბლეაში სტრასბურგში და სწორედ იმ პერიოდში გახდა საქართველო ევროსაბჭოს წევრი და შემდეგ უკვე 2003-2004 წლიდან მოყოლებული, როგორც პრეზიდენტმა მართლა შემოაბრუნა ქვეყანა, აწია ევროპის დროშა პირდაპირი და ირიბი გაგებით, და საქართველო დაადგა ევროპისკენ გზას, რაც სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში დამუხრუჭდა, შეფერხდა, რადგან ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ მივიღეთ და რომელიც უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას სულ რაღაც ორ კვირაში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...