spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "მანგანუმით მდიდარი ქალაქი ჭიათურა ასეთ სიღარიბეში...

გიორგი ვაშაძე: “მანგანუმით მდიდარი ქალაქი ჭიათურა ასეთ სიღარიბეში არ შეიძლება ცხოვრობდეს – 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ “ოცნებას” და წავალთ განვითარებისკენ”

“დღეს ვართ ჭიათურაში და ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას”, – ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჭიათურა, ისევე როგორც მთელი საქართველო, 26 ოქტომბრის არჩევნებში თავის სათქმელს იტყვის:

მოგესალმებით ჭიათურიდან, ჩვენი უწყვეტი ტურნე საქართველოს გარშემო გრძელდება, გუშინ ათასობით ადამიანი თბილისში შევიკრიბეთ, დღეს უკვე ვართ ჭიათურაში, ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას.

ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს მოვიშორებთ “ ოცნებას” და წავალთ წინ განვითარებისკენ, ყველა ქალაქი და სოფელი ფეხზე დგას, ყველა აპირებს არჩევნებზე მისვლას და აქედან კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ ხალხო, ვისაც გვინდა კეთილდღეობა ევროპაში, 14 მილიარდის მოტანა , სოფლების და ქალაქების განვითარება.

აი, ჭიათურაში ვართ ახლა და არ შეიძლება ასეთი შავი ოქროთი, მანგანუმით მდიდარი ქალაქი, სიღარიბეში ცხოვრობდეს, იმიტომ, რომ აქაც ვიწრო კლანი აზის ამ ყველაფერს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს.

ჩვენ მოგვაქვს სიკეთე, განვითარება, კლანებისგან თავისუფალი საქართველო, სადაც აბსოლუტურად ყველას ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ასე, რომ წინ განვითარებისკენ, წინსვლისკენ და ჭიათურა თავის სათქმელს იტყვის, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...