spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი მოსაზრება ტექნიკურ (გარდამავალ) მთავრობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით"...

“ჩემი მოსაზრება ტექნიკურ (გარდამავალ) მთავრობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, თავის პოზიციას აფიქსირებს და დეტალურ განმარტებებს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა/მიმართვასთან დაკავშირებით:

ჩემი მოსაზრება ტექნიკურ (გარდამავალ) მთავრობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით:

პრეზიდენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისთვის რეკომენდაციის გაწევა პოლიტიკური შეთანხმების საკითხია და ამის ანტი-კონსტიტუციურობაზე აპელირება არასერიოზული და მცდარია.

ცუდია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა უაღრესად შეზღუდულ ვადებში, ფაქტობრივად ცეიტნოტში ხდება, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს. თუმცა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემები სწრაფად გადალახვადია.

ამ პროცესის საგზაო რუქა ასე წარმომიდგენია:

1. პრეზიდენტი რეკომენდაციას უწევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
2. ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი ძირითადი სუბიექტებიდან (4 სუბიექტი მყავს მხედველობაში) ისინი, ვინც დაეთანხმებიან მის კანდიდატურას, წარადგენენ ვიცე-პრემიერობის კანდიდატებს.
3. დანარჩენი კაბინეტის ფორმირება უკვე უნდა მოხდეს პოსტ-საარჩევნოდ არჩევნების შედეგების შესაბამისად.
4. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი კაბინეტი გადადგება, როგორც კი ქართული ქარტიით დეკლარირებული მიზნები იქნება მიღწეული.
მესმის, რომ არსებობს რისკი, რომ ეს გეგმა დარჩეს მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად და განხორციელება არ ეწეროს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ქარტიაზე ხელმომწერი სუბიექტების ნაწილი მას არ დაეთანხმება.
დათანხმება-არდათანხმება სუბიექტების პასუხისმგებლობის ზონაა და ბუნებრივია საარჩევნოდ ყველა გადაიხდის შესაბამის პოლიტიკურ ფასს.
სამაგიეროდ საარჩევნო-სარეფერენდუმო პროცესში ირიბად ჩნდებიან მნიშვნელოვანი ფიგურები – მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარებიან იმ სუბიექტებს, რომლებიც ქარტიის ერთგულებას შეინარჩუნებენ.
შედეგად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ზუსტად ეცოდინება – რას, ვის და რატომ აძლევს ხმას.
პარტიებმა უნდა გააცნობიერონ მთავარი – დღეს ჩვენ არ ვირჩევთ უბრალოდ ხელისუფლებას, მივდივართ რეფერენდუმზე და ვირჩევთ ევროპას…
P.S. აქვე ვიტყვი, რომ – ჩემი აზრით, ამ სქემაში პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, რადგან მას აქვს ქარტიის მიზნების სწრაფად და ეფექტურად აღსრულების ყველაზე დიდი რესურსი“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...