კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე კობახიძეს: "მოლდოვამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო...

გიორგი ვაშაძე კობახიძეს: “მოლდოვამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო უკვე მიიღო, გეკითხებით, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოსაც მიეღო ეს თანხა”

თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას”, – ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოლდოვის 2 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, “ოცნების” მმართველობის დროს არათუ გაიზარდა, არამედ ევროპული დაფინანსებები მთლიანად შეწყდა:

ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, ბატონო ირაკლი, მოლდოვა ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო მიიღო, უკვე მიიღო ეს თანხა. მე გეკითხებით, თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს თანხა. მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებს თითქოს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის, ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღოო, 2 მლრდ მიიღო, თქვენ რატომ ვერაფერი ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით, 14 მილიარდიან ფონდზე წვდომა შეგვიძლია გვქონდეს და მოვიტანოთ საქართველოში, თქვენ ამბობთ, რომ არა. ხომ დადასტურდა ახლა თქვენი ტყუილი?

კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას. თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოსთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, წარმოების განვითარებისთვის, ეს არის ის კონკრეტული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ.

კიდევ ერთხელ გეკითხებით, ბატონო ირაკლი, გამეცით პასუხი ამ კითხვაზე, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მლრდ ევრო ევროკავშირიდან, თქვენ რატომ ვერაფერი მიიღეთ და პირიქით, რატომ შეწყდა ევროპული დახმარებები, ხომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როცა 14 მილიარდზე ვსაუბრობთ და თქვენ ხართ მტყუანი”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...