კვირა, ივნისი 22, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერს ის დღეა, როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ...

“26 ოქტომბერს ის დღეა, როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება” – გია ჯაფარიძე

26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ დაპირებებზე, ქართული ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილებზე, ეს არის არჩევნები იმაზე, ვიცხოვრებთ თუ არა ისე, როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები ცხოვრობენ, სადაც, მათ შორის, უამრავი ქუთაისელია გახიზნული“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ, საარჩევნო ტურნეს ფარგლებში, ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ, რომელმაც ქუთაისში ბრიფინგი ხატია დეკანოიძესთან ერთად გამართა, ქუთაისელებს მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში არ უშინდებიან წვიმას და არ გრძნობენ დაღლას, ამასთან, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას:

ჩვენ არ გვეშინია წვიმის, ჩვენ არ გვეშინია არაფრის, ჩვენ არ ვიღლებით, ჩვენ ქედს არ ვიხრით, ჩვენ ბოდიშს არ ვიხდით, ქუთაისიდანაც ეს უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს, იმიტომ რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს, ბოდიშის მოხდას საერთაშორისო პოლიტიკაში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია, ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული.

ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიში მოვუხადოთ ოკუპანტს, რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება; ჩვენ არ ვაპირებთ ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რასაც აპირებს ქართული ოცნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, 26 ოქტომბერს ის დღეა, როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.

26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ პირობებზე, იმ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება, არა – 26 ოქტომბერი არის იმაზე, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ, ვიცხოვრეთ ისეთ ქვეყანაში როგორიც არის ევროპის კავშირის წევრის სახელმწიფოები სადაც უამრავი ქუთაისელია გახიზნული ქართული ოცნების პოლიტიკის გამო და დაცლილია მთელი ქალაქი, უამრავი ქუთაისელი შემხვედრია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის დროს.

26 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით ისეთი ქვეყანა, როგორებიც არიან ევროპის წევრი სახელმწიფოების ქვეყნები, სადაც არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მაღალი ხარისხის განათლება, სოციალური დაცულობა, სამართლიანობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, მაღალი შემოსავლები.

ჩვენ გვყავს სანქცირებული მთავრობა, მთავრობა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ხელს არ ართმევს, რომელსაც ვახშამზე არ პატიჟებენ, ამ მთავრობით ჩვენ ევროპის კავშირში ვერ შევალთ. “ქართული ოცნება” დღეს ერთადერთ წინაღობას წარმოადგენს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, ამიტომ ყველას გთხოვთ 26 ოქტომბერს არავინ არ დავიზაროთ არჩევნებზე მისვლა და უარი ვუთხრათ ქართულ ოცნებას, ვუთხრათ კი ევროპის კავშირს, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მონობაზე უარესი მხოლოდ ნებაყოფლობითი მონობაა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ემოციურ შეფასებებთან...

“ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” – ბიძინა...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შთამბეჭდავ გამარჯვებას ემოციური მილოცვით ეხმიანება "ქართული...

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის...

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას,...

“ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე! ✊🇬🇪” – მამუკა ხაზარაძე...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...