პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენთვის მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია - იქნება 5-ით მეტი...

ჩვენთვის მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია – იქნება 5-ით მეტი მანდატი თუ ნაკლები, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ ნაწილში – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის მიერ წამოყენებულ მოთხოვნა-შეზღუდვას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ ეთანხმება ოპოზიციის ყველაზე პრინციპულ მოთხოვნას, რომ მთავრობის ფორმირება ვერშეძლოს პარტიამ თუკი ის ვერ გადალახავს 40%-იან ზღვარს:

მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საუბრობს 5-ით მეტ, თუ 5-ით ნაკლებ მანდატზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაშინ როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ როდესაც ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით კანონმდებლობაზე მუშაობის და მისი დახვეწის, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი, შესაბამისად იქნება 5-ით მეტი მანდატი თუ ნაკლები, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის ახლა მთავარი და პრინციპული.

ოპოზიციის ყველაზე პრინციპული მოთხოვნა – რაც იყო 40%-იან ზღვართან დაკავშირებით, სადაც მათ თქვეს, რომ თუ პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს 40%-ს და მეტს, მას უმრავლესობის დაკომპლექტებისა და მთავრობის ფორმირების საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვქონდა შემხვედრი პოზიცია – ჩვენთვის, პირიქით, არის ის, რომ არასოდეს გვიფიქრია ხელისუფლება 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ დააკომპლექტოს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...