კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ევროპელებსაც და ამერიკელებსაც...

“ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ევროპელებსაც და ამერიკელებსაც დაელაპარაკება და რუსეთთან ლაპარაკის შესაძლებლობა ექნება” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობას მიმართავს და განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა რესურსები აქვს გახარიას გუნდს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს:

,,გპირდებით, რომ იმისთვის, რათა ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა – ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ევროპელებსაც და ამერიკელებსაც დაელაპარაკება და რუსეთთან ლაპარაკის შესაძლებლობა ექნება. ოღონდ ისე კი არა, ესენი ბოდიშის მოხდით რომ იწყებენ ლაპარაკს, მაშინ როდესაც არაფერი დაგიშავებია, შენ ხარ ოკუპირებული, შენ წაგართვეს ტერიტორიები, შენ მოგიწყვეს ეთნიკური წმენდა და ბოდიშით იწყებ. თან არ ხსნი ბოდიშს ვის უხდი ან რატომ?!

მერე გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს, შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას.

მერე ამბობ ,,ჩვენ ომი დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო” – აი ეს არის ღალატი. ეს არის შენი ქვეყნის და შენი ხალხის ღალატი! ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიან წესრიგს დაამყარებს!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

“ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესაძლო...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...