სამშაბათი, ივლისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.

კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.

ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში.

თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:

ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი;

მერაბ კილაძე – ქირურგი;

გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;

დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გიზო გაბესკირია – რეჟისორი;

გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;

ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი;

ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;

ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი;

მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი;

გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი;

კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი;

გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი;

თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი;

ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი;

გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;

ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი;

ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი;

გურამ კალანდაძე – გეოლოგი;

ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი;

თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი;

თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ოლესია თავაძე – მხატვარი;

ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

“თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა” – კახა კალაძე

„ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...