ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"ივანიშვილმა საქართველოს უმძიმესი დარტყმები მიაყენა. გადადგა ნაბიჯები მისი...

“ივანიშვილმა საქართველოს უმძიმესი დარტყმები მიაყენა. გადადგა ნაბიჯები მისი სამართლებრივად დაშლისკენ, შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, მოარღვია საქართველოს უსაფრთხოება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მზიმე ბრალდებებს უყენებს:

[სერგეი ლავროვმა] ბიძინას ზღაპრებს დიდი წერტილი დაუსვა. იმის უფლებასაც კი არ აძლევენ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს ეს თემა. არა და მორჩა – შენ ის გააკეთე, რაც დავალებული გაქვს. ასეთია რუსების პასუხი.

რუსები არასდროს უთანხმდებიან მათ, ვინც დაუჩოქებს. რუსები ასეთებს მხოლოდ ბრძანებებს აძლევენ. ბიძინა ასეთია – მუხლებზე დააყენეს.

და თუ ვინმეს უთანხმდებიან რუსები, მხოლოდ მაშინ, როცა ძალა არ ჰყოფნით და მერე მაინც არღვევენ ყველა შეთანხმებას.

რუსეთის ინტერესებში არ შედის დამოუკიდებელი საქართველო.

საქართველოს გაერთიანების ერთადერთი გზა საქართველოს განვითარებაშია, განვითარება კი – მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციაში.

ივანიშვილმა საქართველოს უმძიმესი დარტყმები მიაყენა. გადადგა ნაბიჯები მისი სამართლებრივად დაშლისკენ, შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, მოარღვია საქართველოს უსაფრთხოება, სრულიად მარტო და დაუცველს ტოვებს რუსეთის წინაშე. იმიტომ, რომ ბიძინა არის რუსი, ბიძინა არის ომის პარტია და ასრულებს მტრის დავალებებს.

26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

ინფორმაციისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა/გეგმებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, აცხადებს, რომ “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...