ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს:
“იშვიათად ვასხამ ხოტბას მთავრობას, ვთვლი რომ ჯანსაღი კრიტიკა უფრო საშური საქმეა,მაგრამ ურთულეს პერიოდში, პრემიერი რომ ახერხებს ადამიანებთან გასაუბრებას, მათი აზრის მოსმენას, უკვე დასაფასებელია.
დღეს, ირაკლი კობახიძეს ერჩიან შიდა და გარე მტრები, მლიქვნელები და ორსახა იანუსები, ბოროტები და “კდემად” ქცეული ამპარტავნები.
მადლობა მოთმინებისთვის და სიბრძნისთვის.
ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.