“თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია“, – სოფო ჯაფარიძე და ლაშა ფარულავა თბილისელ ამომრჩევლებს დიდუბეში შეხვდნენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ყველა მოქალაქის განწყობა საოცრად ოპტიმისტურია. სოფო ჯაფარიძის თქმით:
“ვაგრძელებთ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახლა დიდუბეში ვიმყოფებით და საოცარი განწყობაა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავდივართ, შევხვდით უამრავ ადამიანს და ყველას განწყობა არის ერთნაირი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დადგეს ევროპულ გზაზე, უნდა დასრულდეს სიღარიბე, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, უნდა დასრულდეს ის მართლაც უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ:
დაბალი ხელფასები, სამუშაო ადგილების არარსებობა, დაბალი პენსიები. ეს ადამიანები, მათ შორის, თბილისელები, იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და აუცილებლად, 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით კი: “დედაქალაქში საზოგადოებამ გაიღვიძა, ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ვინაიდან არჩევანი არის მარტივი: ერთიანობა, ევროპული კეთილდღეობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი, პენსიონერების დაცვა, შემოსავლების ზრდა და ფასების მაფიის დამარცხება, რადგან ყველაზე მეტად თბილისელებს აწუხებთ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი. სწორედ ჩვენ, 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობა და ევროპაში გაწევრიანებით უნდა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აქვთ თბილისსა და თბილისელებს“.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს