პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გასაგებია, რომ უტვინო ხარ, გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი" -...

“გასაგებია, რომ უტვინო ხარ, გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი” – გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილზე

დეპუტატობის კანდიდატი ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“, გუბაზ სანიკიძე ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში ,,განსხვავებული აქცენტები” მწვავე შეფასებებს აკეთებს ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ და პოზიციას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაიდო “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის დაპირებებული პრეზენტაცია:

,,კობახიძე ავად გახდაო, არ ვიცი ახლა ზეთი აქვს ეტყობა გამოსაცვლელი და გამოუცვლიან.

ამერიკაში ვერ იმუშავა მაინც და მაინც კარგად, ძაღლივით გამოაგდეს იქიდან, არ მოვერიდები ამ სიტყვას ძაღლივით გამოაგდეს იქიდან, როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. რატომ აქვთ ამ ტრამპის იმედი მაინც ვერ გამოვიცანი?! იმიტომ, რომ, ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე, როდესაც ტრამპი გამოდის ლაპარაკობს მე ვიქნები გარანტორი მშვიდობის, ესენი კი, ომზე აწყობენ ყველაფერს, ,,ომი იქნება, ომი იქნებაო“.

რაც შეეხება ახლა, რატომ არ ჩაატარეს [საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის ღონისძიება]?! ეს საგულისხმოა და გარკვეული ნიშანიც არის, სიმბოლურიც, რომ სალაპარაკო არ აქვთ. მე ძალიან მომეწონა ამხანაგ ივანიშვილის განცხადენა, რომ 9 აპრილი და 26 მაისი ჩვენი არისო. არვიცი ახლა მენშევიკების დროს თუ ცოცხალი იყო არვიცი, არ არის გამორიცხული, რომ იყო. იმიტომ, რომ იჩემებენ დიდგორშიც ეს იყო, იმ 200 მხედარს მიუძღოდა ბიძინა, რეინკარნაცია ხდება ხოლმე.

9 აპრილს, გინდა პირველ 9 აპრილს, გინდა მეორე 9 აპრილს, ბიძინა ივანიშვილი არავის არ გვახსოვს, მაშინ რაღაც ჭინჭის ვაჭარი იყო და რაღაცებს ყიდდა, ვიღაცებს ატყუილებდა. რა საერთო აქვთ ამათ ან 26 მაისთან ან 9 აპრილთან?! რა საერთო აქვთ მარტო ივანიშვილს კი არა, მის მთელ შემადგენლობას?! მათი სია ვნახეთ ხო?! რომელია 9 აპრილელი?!

ბიძინა ახლა აღმოჩინეთ, რომ ამერიკელებთან ჭიდაობა არ ვარგა?! რა ამბავი ჩამოგიტანა კობახიძემ იქიდან, ჩემოდნებით გაატანე ალბათ ფული იქ, მოსკოვში, რომ ფეესბეს ოფიცრებს ყიდულობდი ისე გგონია, რომ იქ ამერიკელებს იყიდი?!

ახლა, ასე გგონია, რადგან შენ ხომ არ იცი, შენ არაფერი არ იცი. მე რა მიკვირს იცი იძახიან პატრიოტები ვართ და სამშობლო გვიყვარს, რანაირი სამშობლო გიყვართ?! რომელი სამშობლო გიყვარს ბიძინა?! სამშობლო, რომ გიყვარდეს მისი ისტორია უნდა იცოდე, აღა მუჰამედ ჰანი და შაჰაბასი რომ აგერია, ორასი წელი აგერია ერთმანეთში, სეფიანების და ყაჯარების დინასტია, რომ აგერია. ასე როგორ იცი, გასაგებია, რომ უტვინო ხარ, გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი, მე მიკვირს როგორ კითხულობ დაწერილს, მაგრამ თან შენაირი უტვინო სიტყვის დამწერები როგორ გყავს, მაგრამ ყოველთვის ასე არის”, – განაცხდა გუბაზ სანიკიძემ.

ავტორი
ლიკა ჭოჭუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...