პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაინც რატომ დააკორექტირა ბიძინამ საკუთარი მესიჯ-ბოქსი გარკვეული შერბილების...

“მაინც რატომ დააკორექტირა ბიძინამ საკუთარი მესიჯ-ბოქსი გარკვეული შერბილების მიმართულებით?” – გია ხუხაშვილი

“ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მეტამორფოზაზე გამოთქვამს ვარაუდებს ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

მაინც რატომ დააკორექტირა ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიძინამ საკუთარი მესიჯ-ბოქსი გარკვეული შერბილების მიმართულებით?

ჩემის აზრით, საქმე იმაში გახლავთ, რომ მას ფსონი დადებული ჰქონდა ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვაზე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის თემაზე. ის ფიქრობდა, რომ რუსეთი დაეხმარებოდა ამ ნარატივის დანერგვაში, ჩაატარებდა ოპერაციას “გარეჯი საქართველოა-2” გაზრდილი ფსონებით და ამით გააპრავებდა საკუთარ კოლაბორაციონიზმს. რომ თითქოს, ამ მავნე პოლიტიკას მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ ამ გზით ტერიტორიებს იბრუნებს.

მოხდა ისე, რომ რუსეთმა მის ამ მორიგ “ტრიუკს” ცივი წყალი გადაასხა, განმარტა რა, რომ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და საქართველო მათთან მხოლოდ ამის გათვალისწინებით უნდა საუბრობდეს.

ბიძინამ ამით დაინახა – რუსეთი მას განიხილავს, როგორც მსახურს და არა როგორც პარტნიორს და მხოლოდ იმ თამაშის წესებით ათამაშებს, რაც თვითონ მიაჩნია სწორად. მოსკოვს ცრემლების არ ჯერა და ბიძინას პრობლემები და ტრიუკები მხოლოდ მისი თავის ტკივილია.

ახლა ფიქრობს – “არც იქინე მიმიღონ, ვერც აქანე გავჩერდე, საით წევიდე, არ ვიცი…”, ამიტომ აიჭრა და ახლა ცდილობს ცაიტნოტში გადაალაგოს მესიჯ-ბოქსი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...