spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც რამე შეიცვლება…" - ნათია...

“საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც რამე შეიცვლება…” – ნათია ღარიბაშვილი

საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ნათია ღარიბაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ემოციურ შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოუწია სამშობლოს დატოვება და უცხო ქვეყანაში წასვლა:

,,საქართველო დავტოვე 2022 წლის მარტში. ემიგრაციაში წამოვედი ოჯახთან ერთად – შვილებთან ერთად, რადგან ჩემ 7 წლის გოგონას დაუდასტურდა იშვიათი გენეტიკური დაავადება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ექიმების უმრავლესობა არ ცნობს ამ დიაგნოზს, არ ხდება დიაგნოზის მართვა და აქედან გამომდინარე, ფიზიკურად სხვა გზა არ მქონდა, უნდა წამოვსულიყავი საფრანგეთში.

საკმაოდ რთული ეტაპი გავიარეთ ემიგრაციაში წამოსვლის დღიდან დღემდე – ეს არის გზა, როდესაც უნდა იარო წინ, არ გაქვს უფლება უკან მოხედვის. ყველა სირთულეს უნდა შეეჭიდო – გაუმკლავდე. უნდა დაიწყო მათ ენაზე ლაპარაკი, მოირგო მათი ქუდი. ფაქტიურად, როგორც პიროვნება, იკარგები იმიტომ, რომ აქ არავის აინტერესებს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა მენტალობა გაქვს. ყველაფერში ყველაზე უკან დგახარ. ეს ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. შენში იკარგება მეობა. ძალიან დიდი დამცირებებისა და წნეხის გავლა გვიწევს ყველა ემიგრანტს, სანამ გარკვეულ ეტაპს არ მიაღწევ.

საქართველოდან წამოსვლის წუთიდან დაბრუნება მაინც მინდა მიუხედავა იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი სირთულე, პრობლემა, როდესაც სულით, გულით ქართველი ხარ, ყოველთვის გეძახის შენი ქვეყანა.

ალბათ, საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც შეიცვლება რამე ჩემთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიმართულებით – ვგულისხმობ მედიცინის და ჯანდაცვის სფეროს.

სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არ არსებობს რაიმე ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რომ ამ მიმართულებით იდგმებოდეს, ხდებოდეს ცნობიერების ამაღლება ბევრი დიაგნოზის მიმართ…”, – განაცხადა ნათია ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...