ორშაბათი, აპრილი 28, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც რამე შეიცვლება…" - ნათია...

“საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც რამე შეიცვლება…” – ნათია ღარიბაშვილი

საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ნათია ღარიბაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ემოციურ შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოუწია სამშობლოს დატოვება და უცხო ქვეყანაში წასვლა:

,,საქართველო დავტოვე 2022 წლის მარტში. ემიგრაციაში წამოვედი ოჯახთან ერთად – შვილებთან ერთად, რადგან ჩემ 7 წლის გოგონას დაუდასტურდა იშვიათი გენეტიკური დაავადება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ექიმების უმრავლესობა არ ცნობს ამ დიაგნოზს, არ ხდება დიაგნოზის მართვა და აქედან გამომდინარე, ფიზიკურად სხვა გზა არ მქონდა, უნდა წამოვსულიყავი საფრანგეთში.

საკმაოდ რთული ეტაპი გავიარეთ ემიგრაციაში წამოსვლის დღიდან დღემდე – ეს არის გზა, როდესაც უნდა იარო წინ, არ გაქვს უფლება უკან მოხედვის. ყველა სირთულეს უნდა შეეჭიდო – გაუმკლავდე. უნდა დაიწყო მათ ენაზე ლაპარაკი, მოირგო მათი ქუდი. ფაქტიურად, როგორც პიროვნება, იკარგები იმიტომ, რომ აქ არავის აინტერესებს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა მენტალობა გაქვს. ყველაფერში ყველაზე უკან დგახარ. ეს ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. შენში იკარგება მეობა. ძალიან დიდი დამცირებებისა და წნეხის გავლა გვიწევს ყველა ემიგრანტს, სანამ გარკვეულ ეტაპს არ მიაღწევ.

საქართველოდან წამოსვლის წუთიდან დაბრუნება მაინც მინდა მიუხედავა იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი სირთულე, პრობლემა, როდესაც სულით, გულით ქართველი ხარ, ყოველთვის გეძახის შენი ქვეყანა.

ალბათ, საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც შეიცვლება რამე ჩემთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიმართულებით – ვგულისხმობ მედიცინის და ჯანდაცვის სფეროს.

სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არ არსებობს რაიმე ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რომ ამ მიმართულებით იდგმებოდეს, ხდებოდეს ცნობიერების ამაღლება ბევრი დიაგნოზის მიმართ…”, – განაცხადა ნათია ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...