პარასკევი, ივნისი 27, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიანა კობახიძე: "გვაქვს ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები...

ანა კობახიძე: “გვაქვს ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს სთხოვენ პირადობებს და იწერენ პირად მონაცემებს – შევახსენებ ყველას, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია”

სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ასეთი ინფორმაციის მოთხოვნა პირისთვის იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ მონაცემების გამოყენებას ცდილობს კონკრეტული პირი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის”,  – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ოპოზიციიდან, ანა კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე ცესკოს კონკრეტული დარღვევების აღმოფხვრისა და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები ამომრჩეველთა ნების ცვლილებას ცდილობენ:

გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებისგან, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები და ასევე გამგეობაში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები, სთხოვენ თანამშრომლებს თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, იწერენ მათ პირად მონაცემებს, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა და დეტალურად შევისწავლით თითოეულ მუნიციპალიტეტს, იქამდე კი მინდა, გავაფრთხილო და მოვუწოდო საჯარო სამსახურის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელებს, რომ ასეთი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული.

განსაკუთრებით იმ პირადი სახის ინფორმაციის გადაცემა, რომელიც შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ვგულისხმობ, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ასეთი ინფორმაციის მოთხოვნა პირისთვის იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ მონაცემების გამოყენებას ცდილობს კონკრეტული პირი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის.

ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია დოკუმენტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ვთხოვ ჩაატაროს მკაცრი ინფორმირების კამპანია, იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა არასდროს უნდა გაუზიაროს ინფორმაცია სხვა პირს, რა ინფორმაციაც არის საარჩევნო სიებში და არის პირის პერსონალური ინფორმაცია.

მეორე საკითხი ეხება დოკუმენტებს. ამომრჩეველს მინდა მოვუწოდო, რომ შეამოწმოს მათი დოკუმენტების ვალიდურობა, ხომ არ აქვს ვადა გასული მათ პირადობის მოწმობას ან პასპორტს, რომლითაც ისინი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ახალი დოკუმენტის დამზადების შემდეგ ისინი აღმოჩნდნენ საარჩევნო სიაში, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად, 2-3 დღის ფარგლებში უნდა შეცვალონ ვადაგასული ID ან პასპორტი.

და მესამე, თითოეულ ამომრჩეველს იმისთვის, რომ ინფორმირებული იყვნენ არჩევნების დღეს, ვთხოვ გადაამოწმონ თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და თუ არ აღმოჩნდებიან ერთიან სიაში, სწრაფად დაიწყონ ამ საკითხის მოგვარება, როგორც იუსტიციის სახლში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”, – განაცხადა  ანა კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” –...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...