ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიონკოლოგიური საავადმყოფოს გაკოტრება მიზანმიმართულად ხდება - გიორგი ვაშაძე

ონკოლოგიური საავადმყოფოს გაკოტრება მიზანმიმართულად ხდება – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და ლისის ონკოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად მიმართეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.

მედიკოსები საუბრობენ საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა ისიც, რომ დაახლოებით 8-9 თვეა ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. როგორც კლინიკის თანამშრომლები საუბრობენ, მათი მთავარი მიზანი საავადმყოფოს რეაბილიტაცია, გადარჩენა და განვითარებაა.

ჩვენ ვიმყოფებით ლისის ტბაზე ონკოლოგიურ საავადმყოფოში, სადაც უმძიმესი ვითარებაა. რვა თვეა, რაც ექიმებს ხელფასები არ მიუღიათ, საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა უმძიმეს ვითარებაშია და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ამ სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება მიზანმიმართულად მიდის, რაც ყველაზე საგანგაშოა ექიმებმა არ იციან ხვალ ან ზეგ რა იქნება. თავისი პირადი სახსრებით ამ დრომდე საავადმყოფოში დადიან, მკურნალობენ ავადმყოფებს, მაგრამ მათ ხელფასი და ანაზღაურება არ აქვთ.

ის რაც დღეს ხდება მართლაც არაადამიანური პირობებია და ჩვენ გვინდა მოვითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, ქალბატონი ტიკარაძისგან, რომ ათი დღის ვადაში, 15 მარტამდე, კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს – რას აპირებს იმ დავალიანებაზე, რაც არის სახელფასო კუთხით და რას აპირებთ ამ სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ–ერთი მთავარი ფუნდამენტი იყო სწორედ ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით საქართველოში და არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...