პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიყვარდა სახელისუფლებო ინსტიტუტების გამოყენება ხალხის დასახმარებლად, საქართველოს ფეხზე...

“მიყვარდა სახელისუფლებო ინსტიტუტების გამოყენება ხალხის დასახმარებლად, საქართველოს ფეხზე წამოსაყენებლად, დიდი პროექტების განსახორციელებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, იხსენებს 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და ეხმაურება დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს:

,,12 წლის წინ მე მშვიდობიანად, ორგანიზებულად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადავაბარე ძალაუფლება. გუშინ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მე ეს თურმე გავაკეთე უცხოეთიდან ზარის შედეგად და ჩემი გუნდის ზეწოლის შედეგად.

მე არ მინდა დათოს რაიმე სახის კრიტიკა, უბრალოდ შესწორება – 2012 წლის 1 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ვნახე ეგზიტპოლების შედეგები სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ გამოვსულიყავი და მეღიარებინა მარცხი. ამ რამდენიმე წუთში არ მქონია საუბარი და შეხვედრა არავისთან და ვმოქმედებდი მხოლოდ ჩემი შიდა რწმენით და სიტუაციის სრული გააზრებით.

ასევე დათომ თქვა რომ მე უზომოდ მიყვარდა ძალაუფლება, ძვირფასო დათო, მე ძალაუფლება კი არ მიყვარდა, არამედ მიყვარდა სახელისუფლებო ინსტიტუტების გამოყენება ხალხის დასახმარებლად, საქართველოს ფეხზე წამოსაყენებლად, დიდი პროექტების განსახორციელებლად.

ძალაუფლება, რომ არაფრად მიღირს დავამტკიცე მოგვიანებით საქართველოზე მრავალჯერ დიდ უკრაინაში, სადაც პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე სამჯერ ვთქვი უარი, იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ იქ არსებული კონფიგურაციით ვერ შევძლებდი ცვლილებების განხორციელებას’’, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“4 ოქტომბერი შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის მართლაც საკრალური თარიღი აღმოჩნდეს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის ვარაუდებს გამოთქვამს პარტია "ნაციონალური მოძრაობის"...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...