ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან არასრული სია იმისა თუ რა გააფუჭა ივანიშვილმა...

“ძალიან არასრული სია იმისა თუ რა გააფუჭა ივანიშვილმა ამ 12 წელში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, აფასებს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 12წელს:

,,ძალიან არასრული სია იმისა თუ რა გააფუჭა ივანიშვილმა ამ 12 წელში

1. 800 ათასი ქართველი საქართველოდან გაყარა – 2-ჯერ მეტი ვიდრე შაჰ აბასმა გადაასახლა.

2. ლაზიკის და “როიალ კარიბეანის” პორტების, ფოთის აეროპორტის, თბილისის შემოვლითი გზის, თბილისი-რუსთავის გზის, გომბორის, გოდერძის, სვანეთის გვირაბები და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება.

3. ლარის კურსის 1,65 – 2,73-მდე ამაღლება, ფასების 2,5 ჯერ გაზრდა გასულ 12 წელში.

4. კოვიდის დროს 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.

5. ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ამერიკელი მასწავლებლების პროგრამების დახურვა.

6. წყალტუბოს, სვანეთის მაღალმთიანი აჭარის კურორტების დიდი აღმშენებლობის შეჩერება. ანაკლიის გავერანება.

7. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება.

8. ევროპული ინტეგრაციის მთლიანი შეჩერება

9. პირველად საქართველოს მართავენ დასავლეთის მიერ სანქცირებული თანამდებობის პირები

10. საქართველოს სრული იზოლაციაში მოქცევა და ქვეყნის გადაქცევა ერთ დროს “მსოფლიოს დემოკრატიის შუქურიდან” და მსოფლიოს N1 რეფორმატორიდან, ყველასთვის დასაცინ და ცუდ მაგალითად მოსაყვან სახელმწიფოდ.

არ არის საკმარისი, რომ ყველამ ერთად ვიხუვლოთ და დავასრულოთ 12 წლიანი უბედურება?”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...