ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "12 წლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" აქვს...

კახა კალაძე: “12 წლის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” აქვს არნახული მხარდაჭერა”

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და არჩევნებში მისი გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. აღნიშნული თარიღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანაპარტიელებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, 12 წლის შემდეგად, მის პარტიას დღეს არნახული მხარდაჭერა აქვს:

პირველი ოქტომბერი მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, პარტიის გულშემატკივარს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი ასოცირდება ქვეყნის გამარჯვებასთან, თავისუფლებასთან. მართლაც, ურთულესი და უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ.

12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად უარი უთხრა ე.წ. დემოკრატიის შუქურას, რომლის სტატუსსაც გარე აქტორები თავს ახვევდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუმცა რა იდგა ამის უკან, რამხელა ბოროტება, რამხელა სიძულვილი და სისხლიანი რეჟიმი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის.

12 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა. მე ვიტყოდი, რომ ასეთი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხრიდან 2012 წლის შემდგომ არ ჰქონია, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, გამოწვევებს და სირთულეებს, რომელიც არსებობს და ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად შეუძლია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები, შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანა განავითაროს ეკონომიკურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილიც შეაფასა:

ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ არ არსებობს სფერო და დარგი, სადაც ჩვენ არ გვაქვს გაუმჯობესება, წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა საერთაშორისო მონაცემებით, ვინც სწორად აფასებს და ხედავს დღევანდელ მოცემულობას ქვეყანაში, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ე.წ. დემოკრატიის შუქურის წარმომადგენლების მხრიდან, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორ ძარცვავდნენ და აუბედურებდნენ, რა ხდებოდა ქუჩებში, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს, როგორი ტერორი და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

ყველა მიმართულებით, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ნახეთ, შეადარეთ 2012 წლამდე პერიოდი და 2012 წლის შემდგომ გადადგმული ნაბიჯები. ყველა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას.

მთავარი ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ გვინდა ეს ომი, რადგან მას აქვს უმძიმესი შედეგები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ 2008 წელს – უამრავი დევნილი, დაკარგული ტერიტორიები, რომელიც დღესაც ოკუპირებულია, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მძიმეა ეს ყველაფერი. ნახეთ, უკრაინაში რა ხდება, მტერს არ ვუსურვებ. უამრავი მეგობარი მყავს უკრაინაში, ვერ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა, რა სიმძიმისაა ეს ყველაფერი, განადგურებული ქალაქები, გადამწვარი სოფლები, ლტოლვილი მოსახლეობა, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა გოგო-ბიჭი, პატარა ბავშვები, წარმოუდგენელია ეს. არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა, განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...