spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითამთა ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი შეკეთებას საჭიროებს

თამთა ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი შეკეთებას საჭიროებს

ამორტიზებული ლამპიონები და ნახევრად განათებული სანთლის სილუეტი – ასე გამოიყურება ამ დოისთვის თამთა ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი, რომელიც ქუთაისში, კიკვიძის პარკში მდებარეობს.

აღნიშნულ პრობლემაზე ადგილობრივ თვითმმართველობას სამოქალაქო აქტივისტებმაც მიუთითეს. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ დავინტერესდით, გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ თხოვნა ძეგლის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. საკითხზე გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს და ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვესაუბრეთ. ირაკლი შენგელიამ დაგვიდასტურა, რომ რამდენიმე თვის წინ მას ნამდვილად სთხოვეს დღის წესრიგში დაეყენებინა ძეგლის მისასვლელი ბილიკის და ინიციალების შეკეთება, რაც გაითვალისწინა და ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს საკითხის მოგვარება დაავალა.

მე მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელი რგოლის კეთილმოწყობის სამსახურთან, მათ მოვუწოდე ძეგლი შეკეთებისა და პერმანენტული მოვლისაკენ. როგორც ვიცი ინიციალები მალევე განაახლეს და ბილიკის შეკეთებაც მოხდა.

კონკრეტული შედეგი არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს ამ საკითხზე კეთილმოწყობის სამსახურს თამთას ოჯახთანაც ჰქონდა კომუნიკაცია.

მონუმენტი უნდა იყოს მოვლილი და თუ რამე დაზიანება აქვს დროულად უნდა შეკეთდეს, ეს არის ქალაქის ვალდებულება და მერია ამ ძეგლზე პასუხიმგებლობას სრულად იღებს,“ – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საკითხის გადასამოწმებლად ადგილზე რამდენჯერმე მივედით, მონუმენტზე ინიციალები ნამდვილად განახლებული დაგვხვდა, თუმცა სანათი ლამპიონები და მისასვლელი ბილიკი ისევ მოუწესრიგებელია. 4 სანათი ლამპიონიდან 2 სრულად ამორტიზებულია და ღამე მონუმენტი ნახევრადაა განათებული.

თამთას მშობლებთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. როგორც მეზობლებმა გვითხრეს ლიპარტელიანების ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. ადგილობრივების თქმით, ინიციალების განახლება რამდენიმე თვის წინ მოხდა, მისასვლელი ბილიკი კი დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია.

ეს ბოძები მე რასაც ვუყურებ, კაი ხანია წაქცეულია. ერთხელ იყვნენ ვიღაცები მოსული და ახალი წარწერები გააკეთეს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებელმა გელა ესაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისელი თამთა ლიპარტელიანი 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტს ემსხვერპლა.

23 წლის ქუთაისელი სტუდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ანთებული სანთლის ფორმის მონუმენტი მისი საცხოვრებელი სახლის წინ 2012 წლის 22 ივლისს დაიდგა, როგორც დიდი მწუხარებისა და მომავლის იმედის სიმბოლო.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა” – ლაშა ფარულავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...