ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტ სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას...

“პრეზიდენტ სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას შეუძლია ამ რეჟიმის დამარცხება” – ლევან ხაბეიშვილი

პრეზიდენტ სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას შეუძლია ამ რეჟიმის დამარცხება. მისი თავისუფლების შემთხვევაში ცხადია, ბევრად უფრო მარტივად იქნებოდა ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება ხელისუფლების სადავეებიდან და სწორედ ამიტომ არ ეძლევა მას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და პოლიტიკური შეფასებები გააკეთა:

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ექსპერიმენტების დრო 26 ოქტომბერს აღარ იქნება. კონკრეტული ხმის გარისკვა საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა მოახდინონ და ვგულისხმობ შემდეგს, რომ „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“, 5 ნომერში იქნება ყველაზე დაცული მოქალაქის ევროპული ხმა, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმა იყოს დაცული და თქვენი ხმა უბრალოდ არ გადააგდოთ ან არ მისცეთ ივანიშვილს.

ამიტომ, არ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტები და ამიტომ უნდა გაიმარჯვოს ერთიანობამ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ხმის გარანტირებულად დაცვას და სხვა ყველა შემთხვევაში, რომ არსებობს რისკი, რომ ეს ხმა მოხვდეს შემდეგ ივანიშვილის კალათაში, ვგულისხმობ პროცენტულ ბარიერებს და ა.შ.

ყველას კარგად ესმის, რომ დღეს პრეზიდენტ სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას შეუძლია ამ რეჟიმის დამარცხება. მისი თავისუფლების შემთხვევაში ცხადია, ბევრად უფრო მარტივად იქნებოდა ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება ხელისუფლების სადავეებიდან. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტ სააკაშვილი ტყვეობაში, სწორედ ამიტომ არ ეძლევა მას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა,მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის გარანტირებულად დაცული ევროპული ხმა ჩვენი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...