პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ...

“ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები პირადი კეთილდღეობის გამო არ ითმობა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყნის ინტერესებს არ დათმობს:

ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისი დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ. ეს თანხები არის ამ ადამიანის საკუთრება და სასამართლოც მოიგო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია.

ჩნდება კითხვა – ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს თავის ფულს?

ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქცირებული. მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები არ ითმობა და მას არანაირი სანქციები, პირადი კეთილდღეობა ამად არ უღირს. ისინი ბიძინა ივანიშვილს კიდევ კარგად არ იცნობენ.

ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მშვიდობას. ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...