შაბათი, ნოემბერი 8, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5...

“სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება, სადაც იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციური გაერთიანებების საკითხზე საუბრობს:

სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება:

1. საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს);
2. ⁠ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი;
3. ⁠”გამოკვლევებული” ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა ნაცმოძრაობაც შეიძლება ვიხილოთ. ისეთ რისკზე მიდიან, ხუთიანის ბანერებსაც არ აკვრევინებენ – ოღონდ სხვებმა ბარიერი გადალახონ, რაც, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია 😊);
4. ⁠სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები მოქმედებენ საერთო გეგმით;
5. ⁠ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა.

მადლობა ქალბატონო სალომე ასეთი ლაკონური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით…😊😊😊“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა მდინარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან” – ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“აი ამ პოსტის ავტორმა, ამ ხელისუფლების მეხოტბე გიორგობიანმა, რატომ არ დარეკა მისთვის სათაყვანებელ პატრულში?!”...

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის მიერ დახმარების...

“რუსთაველის პროტესტმა ბოლომდე ჩახადა და გააშიშვლა რეჟიმი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...