ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს არჩევნებში დამკვირვებლების მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით:
,,მგონი სათანადოდ არ გვესმის, ეს რას ნიშნავს!
საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ (ანუ ივანიშვილმა) “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “ჩემი ხმა ევროკავშირს” „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ იარლიყი მიაწება.
ამას ცდიან სხვა სადამკვირვებლო ჯგუფებთან მიმართებითაც, რადგან ეშინიათ, რომ წააგებენ და არ უნდათ უბნებზე დამკვირვებლები! ასე კი უფრო მეტი შანსი აქვთ გაყალბების.
ეს საგანგაშოზე მეტი სიგნალია!
ამიტომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დარეგისტრირდეს დამკვირვებლად! უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ ამ გადამწყვეტ ისტორიულ პროცესში!
ივანიშვილის კლანს ეშინია არჩევნებზე მისული ბევრი ხალხის, მათი წაგების ბევრი მოწმისა და ევროპისკენ მიმავალი საქართველოსი!”, – წერს ლაშა ბუღაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე